ავტომობილის სავალი ნაწილიდან გადავარდნის შედეგად ჯარისკაცი დაიღუპა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, კახეთის რეგიონში სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, სხვები კი დაშავდნენ.
იმ სამხედროებს, რომლებიც უბედურ შემთხვევას გადაურჩნენ, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ და დასძინა, რომ ხუთი „შედარებით მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურე“ თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სხვები კი დედოფლისწყაროს და წნორის საავადმყოფოებში მოათავსეს.
უბედური შემთხვევა დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე პარასკევს დღისით მოხდა.
კატასტროფამდე ლოგისტიკური უზრუნველყოფის შენაერთის სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროდან ოსიაურისკენ გადაადგილდებოდნენ.
წერილობით განცხადებაში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი სამძიმარი გამოხატა ჯარისკაცის დაღუპვის გამო და დაშავებულ სამხედროებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)