ეროვნულმა ბანკმა 32.3 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 31 აგვისტოს გამართულ სავალუტო აუქციონზე გატანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 32 305 000 აშშ დოლარი გაყიდა.
სებ-ის ცნობით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 2.8983 ლარი იყო.
31 აგვისტოს მდგომარეობით 1 აშშ დოლარი 2.9045 ლარი ღირს, 1 სექტემბერს ის 2.9002 ლარი ეღირება.
წინა, 17 აგვისტოს აუქციონზე სებ-მა 8.3 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. მანამდე, აგვისტოს პირველ ნახევარში გამართულ სამ აუქციონზე კი – ჯამში 70 მლნ აშშ დოლარი იყიდა.
ასევე წაიკითხეთ:
- ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი იყიდა
- ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ აშშ დოლარი იყიდა
- ეროვნულმა ბანკმა 10 მლნ აშშ დოლარი იყიდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)