რუსეთი საქართველოზე ზეწოლას ზრდის
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ზდანოვიჩის განცხადებით, მის უწყებას გააჩნია უტყუარი მონაცემები, რომ “ბინ ლადენის ბოევიკები იმყოფებოდნენ ჩეჩნეთში, რომლებიც შესაძლოა ახლა საქრთველოს ტერიტორიაზე, პანკისის ხოებაში იყვნენ”. რამოდენიმე დღის წინ რუსეთის დუმის წევრმა ბორის ნემცოვმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია საქართველოსგან დამოუკიდებლად განახორციელოს საომარი ოპერაცია პანკისში მყოფი ჩეჩენი ბოევიკების წინააღმდეგ. ოფიციალური თბილისი კატეგორიულად უარყოფს, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტებისა და ჩეჩენი ბოევიკების არსებობა.
This post is also available in: English (ინგლისური)