საქართველო მზად არის ა.შ.შ.-ს სამხედრო ბაზები დაუთმოს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის განცხადებით, პრეზიდეტი შევარდნაძე თანაახმაა საქართველომ ა.შ.შ.-ს სამხედრო ბაზები დაუთმოს, თუ რა თქმა უნდა ამერიკის მხრიდან ამგვარ თხოვნას ექნება ადგილი. ა.შ.შ.-ის ხელისუფლების მიერ ტერორისტების წინააღმდეგ შესაძლო დარტყმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველომ საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად აუნდა დაუთმოს ბაზები ა.შ.შ.-ს. დღეს ეს სურვილი უკვე ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.
This post is also available in: English (ინგლისური)