შევარდნაძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე ყოფილი გენპროკურორის მოადგილე წარადგინა
პრეზიდენტმა შევარდნაძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა ყოფილი გენპროკურორის მოადგილე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარე როლანდ გილიგაშვილი.
აღსანიშნავია, რომ გილიგაშვილი პოლიტიკოსთა ძველი თაობის წარმომადგენელია, ყოფილი განპროიკურორის მოადგილე ასოცირებულია პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასე რომ იგი უფრო ე.წ. “კონსერვატორთა” და არა “რეფორმატორთა” ჯგუფს მიეკუთვნება.
როგორც ჩანს საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს გილიგაშვილს მინისტრის პოსტზე, რადგან “მოქალაქეთა კავშირისა” და ოპოზიციის (სოციალისტების) წარმომადგენლებმა კანდიდატურა მოიწონეს.
This post is also available in: English (ინგლისური)