ესპანელი მძევლების მეუღლეები გამტაცებლებთან დაკავშირებას შეეცდებიან

გასულ ნოემბერს გატაცებული ორი ესპანელი ბიზნესმენის მეუღლეები საქართველოში ჩამოსვლას და გამტაცებლებთან კონტაქტზე გასვლას გეგმავენ, რადგან მათ უკვე აღარ სჯერათ, რომ ქართველი სამართალდამცველები ხოსე ანტონიო ტრემინიოსა და ფრასისკო როდრიგესის განთავისუფლებას შეძლებენ.

რუსეთში ესპანეთის ელჩმა და გენერალურმა კონსულმა გატაცებულთა მეუღლეების ამ გადაწყვეტილებას ბუნებრივი და მოსალოდნელი უწოდეს. ამის შესახებ მათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან კახა თარგამაძესთან და მის მოადგილესთან შეხვედრისის შემდეგ განაცხადეს, რომელიც დღეს დახურულ კარს მიღმა გაიმართა. საუბრის დეტალები უცნობია.

This post is also available in: English (ინგლისური)