მოსკოვში საქართველოს ელჩი რუსეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს – 20:16 09.10

რუსეთში საქართველოს ელჩი ზურაბ აბაშიძე მოსკოვს ჩეჩნეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. “მაშინ როდესაც რუსეთი ჩეჩენ სეპარატისტებს ებრძვის, მოსკოვი აფხაზი სეპარატისტების ინფორმაციას უგდებს ყურს”, განაცხადა საქართველოს ელჩმა რადიოსადგურ “ეხო მასკვასათვის” მიცემულ ინტერვიუში. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება გონიერებას გამოიჩენს და აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები, განსაკუთრებით კი “ინტერფაქსი”, წამდაუწუმ ავრცელებენ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ოფიციალური თბილისის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს. რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში აშკარა ანტიქართული განწყობა დომინირებს, რაზეც თავად მათ მიერ გამოქვეყნებული თვალშისაცემი სათაურები მეტყველებს: “ქართული ავიაცია აფხაზეთის სოფლებს ბომბავს” (ინტერფაქსი); “შევარდნაძე აფხაზეთის ჩეჩნეთთან გაერთიანებას ცდილობს”(სტრანა.რუ) და ა.შ. 

This post is also available in: English (ინგლისური)