აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობაში დიტერ ბოდენი ორივე მხარეს ადანაშაულებს

ქართული და აფხაზური მხარეები გაეროს მისიის თანამშრომლების უსაფრთხოებასა და მათი ვერტმფრენის ჩამოგდებაზე არიან პასუხისმგებელნი, განაცხადა საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა დიტერ ბოდენმა.

“მხარეებმა არ შეასრულეს პრეზიდენტ შევარდნაძესა და აფხაზეთის პრემიერს ანრი ჯერგენიას შორის მიღწეული შეთანხმება აფხაზეთში შეიარაღებული დაჯგუფებების მოქმედების შეჩერების თაობაზე”, განაცხადა დიტერ ბოდენმა სოხუმში ანრი ჯერგენიასთან შეხვედრის შემდეგ.

მან ასევე შეშფოთება გამოთქვა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო. 

This post is also available in: English (ინგლისური)