ქართული და აფხაზური არასამთავრობოების ერთი ნაწილი აფხაზეთში არსებულ სიტუაციას გმობს

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ჯგუფმა გააკეთა განცხადება, რომელშიც დაგმობილია აფხაზეთში “მიმდინარე სამხედრო ავანტიურა”. განცხადებაში ნათქვამია: “დღემდე საზოგადოებას არ მიუღია პასუხი შეკითხვაზე ვინ და რა მიზნით მოახდინა სიტუაციის ესკალაცია და საიდან მოხვდა ამდენი შეიარაღებული პირი კოდორის ხეობაში. ამ შეკითხვებზე პასუხს ხელისუფლებისგან ვითხოვთ”. განცხადების ავტორები მოწინააღმდეგე მხარეებს მოლაპარაკებათა პროცესის განახლებისაკენ მოუწოდებენ.

აღნიშნულ განცხადებას ჯერჯერობით 7 არასამთავრობო ორგანიზაციის 22 წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. 

ამ განცხადებას აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი გამოეხმაურა. მათ განცხადებაში ნათქვამია: “საქართველოში არსებულმა “ომის პარტიამ”, რომლის წარმომადგენელიც შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძეა, ისარგებლა რთული საერთაშორისო სიტუაციით და აფხაზეთში ახალი საომარი კამპანია დაეწყო”.

This post is also available in: English (ინგლისური)