აფხაზები თბილისს შესაძლო დარტყმების თაობაზე აფრთხილებენ

აფხაზეთმა შესაძლოა ტერორისტების წინააღმდეგ პრევენციული დარტყმები განახორციელოს აფხაზეთის საზღვრებს გარეთა, განაცხადა არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ.

“ეს იქნება დარტყმები უშუალოდ ტერორისტების წინააღმდეგ და არავითარ შემთხვევაში არ იქნება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესია”, განაცხადა შამბამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოხუმის ამ განცხადებას აფასებს, როგორც საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციის მზადებად.

ოფიციალური თბილისი უარყოფს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჩეჩენი მეომრების არსებობას.

This post is also available in: English (ინგლისური)