ამომრჩევლების ხმებს მტკვარში გადაუძახეს

გუშინ სათამოს ვაკის მაჟორიტარული არჩევნებისას ნუცუბიძის პლატოზე გატაცებული 21-ე საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ხმებით სავსე ყუთი მტკვრის სანაპიროზე აღმოაჩინეს. ყუთი პირდაპირ სამანქანო გზიდან გადააგდეს, მისი დამსხვრეული ნაწილები და ამორჩეველთა ბარათები კი იქვე იყო მიმოფანტული.

ვაკის საარჩევნო კომისიის თავჯდომარის თემურ კიკნაძის განცხადებით ამ ბიულეტენების გამოყენება შეუძლებელია. აღნიშნული ფაქტით შეძრწუნებული არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ნუგზარ ივანიძე აცხადებს, რომ ვაკის არჩევნები არადემოკრატიულად და უამრავი უხეში სახის დარღვევებით ჩატარდა.

This post is also available in: English (ინგლისური)