კახა თარგამაძე სანაიას მკვლელობასა და პანკისს შორის კავშირს უარყოფს
გიორგი სანაიას მკვლელობა საერთოდ არ უკავშირდება პანკისის ხეობას, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ, დღეს გამრთულ სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც მკვლელობის ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გაბათილებას მიუძღვნა. ჟურნალისტური გამოძიება სანაიას მკვლელობის ყველაზე რეალურ ვერსიად პარკისის ხეობაში ნარკო-ბიზნესსა და მასში მაღალჩინოსანი სამართალდამცველების მონაწილეობას ეხება. როგორც ჩანს გიორგი სანაია ამის თაობაზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა. კახა თარგამაძე კატეგორიულად გამორიცხავს ამ ვერსიას. იგი უახლოეს მომავალში გამოძიების მასალების გამოქვეყნებას აპირებს, რომელიც თარგამძის თქმით მის შეხედულებას დაადასტურებს. “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი გიორგი სანაია ამა წლის 26 ივლისს საკუთარ ბინაში ცეცხლსასრილი იარაღით მოკლეს.
This post is also available in: English (ინგლისური)