რუსეთისა და საქართველოს სპიკერებმა რუსი სამშვიდობოების საკითხი განიხილეს
საქართველო არ მოითხოვს რუსი სამშვიდობოების აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან დაუყოვნებლივ გაყვანას, განაცხადა რუსეთის სათათბიროს თავჯდომარემ გენადი სელეზნიოვმა თავის ქართველ კოლეგასთან ზურაბ ჟვანიასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ. ზურაბ ჟვანიამ დაადასტურა, რომ აღნიშნული საკითხს ორი ქვეყნის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრისას განხილავენ, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება. 25 ოქტომბერს, რუსეთის სტრატეგიულ კვლევათა ინსტიტუტში გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობო ძალები არაეფექტურია. მისი თქმით აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებში მთავარი პრობლემაა.
This post is also available in: English (ინგლისური)