მიტინგის შემთხვევაში 9 ფრაქცია სესიაზე არ შევა
ფრაქციები “ახალი აფხაზეთი – ქრისტიან-დემოკრატები”, “მრეწველები”, “XXI საუკუნე”, “აფხაზეთი”, “ერთიანი საქართველო”, “ახალი ფრაქცია”, “აღორძინება”, “სოციალისტები”, “თანადგომა” ხვალ სესიაზე არ შევლენ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის შენობის წინ მიტინგი გაიმართება. 1 ნოემბერს დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა მომიტინგეებს დაშლილიყვნენ, რათა 6 ნოემბერს კვლავ შეკრებილიყვნენ, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს მიერ პარლამენტის თავჯდომარის პოსტზე კანდიდატურების განხილვაა დაგეგმილი. ამ დროისთვის ორი გამოკვეთი კანდიდატი დასახელდა: ნინო ბურჯანაძე (რეფორმატორების გუნდის წევრი) და პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქცია “თანადგომის” ლიდერი ელგუჯა მეძმარიაშვილი.
This post is also available in: English (ინგლისური)