პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის საკითხის განხილვაა დაგეგმილი

(თბილისი. 6 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – დეპუტატებმა პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ ამა წლის 11 მაისს პარლამენტში შეტანილი მინისტრთა კაბინების შესახებ კანონპროექტი უნდა განხილინ. კანონპროექტი პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს.

გაზაფხულზე პარლამენტს კანონპოექტი არ განუხილავს. მაშინდელი საპარლამენტო უმრავლესობა, “მოქალაქთა კავშირის” ჩათვლით, ამ სახის ცვლილებებს მხარს უჭერდა, გაერთიანებული ოპოზიცია – წინააღმდეგი იყო.

ამჟამად, პარლამენტში სიტუაცია შეცვლილია. მოსალოდნელია, რომ უმრავლესობის დაშლის შემდეგ “მოქალაქეთა კავშირში” დარჩენილი დეპუტატები, ძირითადად რეფორმატორები, კანონპროექტის წინააღმდეგნი იქნებიან.

This post is also available in: English (ინგლისური)