საგერეო უწყება გუდაუთასთან დაკავშირებით რუსეთს უნდობლობას უცხადებს
თბილისი. 9 ნოემბერი. სივილ ჯორჯია – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდობლობას უცხადებს რუსეთის საგარეო უწტების მიერ გამოგზავნილ ნოტას, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და გუდაუთის ბაზის ლიკვიდაცია მოახდინა. “სანამ ეს არ იქნება დადასტურებული საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, გუდაუთის ბაზის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება,” განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადაოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა სიხარულიძემ. დღესვე, პრეზიდენტმა შევარდნაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული განცხადება გააკათა. მისი თქმით “რუსეთმა პირნათლად შეასრულა ვალდებულება და გუდაუთის ბაზიდან ჭარბი სამხედრო ტექნიკა გაიყვანა”.
This post is also available in: English (ინგლისური)