კანდიდატები საპროგრამო სიტყვით გამოვიდნენ

პარლამენტის თავჯდომარეობის კანდიდატები დეპუტატების წინაშე საპროგრამო სიტყვით წარსდგნენ.

ნინო ბურჯანაძემ აქცენტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში პარლამენტის როლის გაზრდაზე გააკეთე. ამავე დროს მან მინისტრთა კაბინეტის შემოღების მხრივ მუშაობის გააქტიურებას გაუსვა ხაზი.

ვაჟა ლორთქიფანიძემ ძირითადად ეკონომიკურ საკითხებზე და საგადასახადო კოდექსში შესწორებებზე ისაუბრა.

ჯემალ გოგიტიძემ კი განაცხადა, რომ პარლამენტის თავჯდომარის პოსტზე არჩევის შემთხვევაში მისი პირველი ნაბიჯი საკანონმდებლო ორგანოში დაძაბულობის შემცირება იქნება.

პარლამენტის თავჯდომარის არჩევნები დღესვე გაიმართება. არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების მეორე ტური გახდეს საჭირო.

This post is also available in: English (ინგლისური)