რუსეთი კოდორიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაყვანას ითხოვს
(თბილისი. 14 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – საქართველომ უნდა შეასრულოს მოსკოვის 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად კოდორის ხეობიდან შეიარაღებული ძალების გაყვანასაც ითვალისწინებს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. საქართველოს ოფიციალურ პირებს ამ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებიათ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხეობაში დამატებითი ძალები 11 ოქტომბერს შეიყვანა. როგორც მაშინ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა ეს სამხედრო დანაყოფები აფხაზების მხრიდან შეტევის შემთხვევაში კოდორის მშვიდობიან მოსახლეობას დაიცავდა. ოქტომბერში აფხაზებსა და ქართულ-ჩეჩნურ დაჯგუფებებს შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.
This post is also available in: English (ინგლისური)