ქართველი სამხედროები კოდორს არ დატოვებენ

(თბილისი. 14 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კოდორის ხეობიდან ქართული სამხედრო შენაერთების გაყვანა დღის წესრიგში არ დგას.

რუსეთის საგარაო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს მოსკოვის 1994 წლის შეთანხმება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად კოდორიდან სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანასაც ითვალისწინებს.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს არანაირი შეთანხმება არ დაურღვევია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხეობაში დამატებითი ძალები 11 ოქტომბერს შეიყვანა, რათა აფხაზების მხრიდან შეტევის შემთხვევაში კოდორის მშვიდობიანი მოსახლეობა დაეცვა.

This post is also available in: English (ინგლისური)