საქართველოს კოდორის საჰაერო სივრცის დაცვა არ შეუძლია

(თბილისი. 17 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – საქართველოს არ გააჩნია ჰაერსააწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომლითაც კოდორის დაცვა იქნებოდა შესაძლებელი, განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით თევზაძემ.

კოდორის თავზე გამანადგურებლების ჩამოსაგდებად ძვირადღირებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაა საჭირო, რომლის შეძენის საშუალება საქართველოს არ გააჩნია, აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

ოქტომბერში, როდესაც რუსეთის მხრიდან შემოსულმა გამანადგურებლებმა პირველად დაბომბეს კოდორის ხეობა, დავით თევზაძე დაიმუქრა, რომ საქართველო ნებისმიერ საფრენ აპარატს ჩამოაგდებდა, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეს დაარღვევდა.   

This post is also available in: English (ინგლისური)