ქუჩის აქციები ელექტროენერგიის მოთხოვნით დეპუტატების შეშფოთებას იწვევს
(თბილისი. 21 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – დღეს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატების ერთმა ნაწილმა ელექტროენერგიის სფეროში პასუხიმგებელი პირების სესიაზე მოწვევა მოითხოვა. მათი განცხადებით მოსახლეობის სამართლიანი პროტესტი შესაძლოა სერიოზულ დესტაბილიზაციაში გადაიზარდოს. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მოსახლეობამ ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესების მოთხოვნით რუსთაველისა და ცოტნე დადიანის გამზირები გადაკეტა. შარშან ნოემბრის ბოლოს დაწყებულ ანალოგიურ გამოსვლებს თბილისის რამოდენიმე დღით პარალიზიება მოჰყვა.
This post is also available in: English (ინგლისური)