ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ

(თბილისი. 22 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია საქართველოში ბოლო პერიოდში სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ გახშირებულ ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გაომოთქვამს. ორგანიზაცია პრეზიდენტ შევარდნაძისადმი გაგზავნილ ღია წერილში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს სიტყვისა და ადამიანის სხვა ძირითადი უფლებების დაცვა.

9 ნოემბერს, ანალოგიური ღია წერილით საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო არასამთავრობო ორბანიზაცია “ჰიუმენ რაითს უოჩმაც” მიმართა, სადაც აქცენტი რელიგიული თავისუფლებების დარღვევაზე იყო გაკეთებული.

This post is also available in: English (ინგლისური)