ესპანელი დიპლომატი შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

(თბილისი, 23 ნოემბერი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს, რუსეთში ესპანეთის საელჩოს პირველმა მდივანმა ხოსე რიკარდო გომესმა საქართველოს შინაგან საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრთან კობა ნარჩემაშვილთან, ესპანეთის ორი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა.

კობა ნარჩემაშივლის განცხადებით ორი ესპანელი ბიზნესმენის განთავისუფლება მისი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება.

ესპანელი დიპლომატები რეგულარულად აწარმოებენ კონსულტაციებს ოფიციალურ თბილისთან რათა 2000 წლის ნოემბერში გატაცებული ესპანეთის მოქალაქეების დახსნა დაჩქარდეს.

This post is also available in: English (ინგლისური)