12 აზერბაიჯანელს პანკისში სამხედრო წვრთნების გავლაში ედებათ ბრალი
(თბილისი, 24 ნოემბერი, “სივილ ჯორჯია”) – ბაქოს სასამართლოში აზერბაიჯანის 12 მოქალაქის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელთაც პანკისის ხეობაში სამხედრო მომზადების გავლასა და ჩეჩნეთში რუსეთის ფედერალური ძალების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობაში ედებათ ბრალი, იტყობინება აზერბაიჯანული ტელეკომპანია “ეი-ენ-ესი”. 12 ახალგაზრდა აზერბაიჯანელს დაქირავებულ და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობის ბრალდება აქვთ წაყენებული. ოფიციალური თბილისი საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენთა საწრთვნელი ბაზების არსებობას გამუდმებით უარყოფს.
This post is also available in: English (ინგლისური)