პარლამენტი პანკისის ხეობის დაბომბვას გმობს
(თბილისი. 28 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დეპუტატებმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაგმეს პანკისის ხეობის დაბომბვის ფაქტი. ხეობაში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციისთვის სხდომაზე პრეზიდენტის წარმამადგენელი მიიწვიეს. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტარებს მინისტრობის კანდიდატურების განხილვა უდან დაეწყოთ, თუმცა დეპუტატებმა სხდომა რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებების გაკეთებთ დაიწყეს. პანკისის ხეობის დაუსახლებელი ტერიტორიები გუშინ რუსეთიდან შემოფრენილმა 5-მა ვერტმფრენმა (ზოგიერთი ინფორმაციით ორმა გამანადგურებელმა) დაბომბეს. მსხვერპლი არ არის.
This post is also available in: English (ინგლისური)