პუტინი აფხაზეთის კონფლიქტში პირად წარმომადგენელს დანიშნავს
(თბილისი. 3 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხში პირად წარმომადგენლს დანიშნავს, ამის შესახებ დღეს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა. მისი თქმით პუტინთან 30 ნოემბერს გამართული შეხვედრისას მხარეები შეთანხმდენენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ყველა მხარისთვის მისაღები პირი იქნება. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს პოზიტიურად უყურებს. პუტინი თანახმაა მხარი დაუჭიროს გაერო-ს უშიშროების საბჭოში არსებულ დოკუმენტს საქართველოსა და აფხაზეთს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე, რომელსაც რუსეთმა რამდენჯერმე ვეტო დაადო.
This post is also available in: English (ინგლისური)