კონტროლის პალატა მირცხულავას პასუხიმგებლობის დაყენებას ითხოვს
(თბილისი. 3 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს, კონტროლის პალატის თავჯდომარემ სულხან მოლაშვილმა დეპუტატებს დომუმენტი წარუდგინა, რომელშიც ენერგეტიკის სამინისტროში არსებულ მრავალრიცხოვან დარღვებზეა საუბარი. მოლაშვილი ენერგეტიკის ექს-მინისტრისა და ამავე თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი დავით მირცხულავას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. დღესვე, პრეზედენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ მოახლოებული ზამთრის პირობებში არამართებული იქნებოდა თუ იგი პარლამენტს მირცხულავას მაგიერ სხვა კანდიდატურას წარუდგენდა და დეპუტატებს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის რაც შეიძლება მალე დამტკიცება სთხოვა. მირცხულავას კანდიდატურას პარლაემენტი ხვალ უყრის კენჭს. როგორც მოსალოდნელია კონტროლის პალატის დასკვნის შემდეგ, მირცხულავას პრაქტიკულად აღარ აქვს შანსი ხელმეორედ გახდეს მინისტრი.
This post is also available in: English (ინგლისური)