საპარლამენტო კომისია ელექტროენერგიის საფასურის ზრდას უკანონოდ მიიჩნევს

(თბილისი. 7 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – ენეგეტიკის დარგში კრიზისული მგდომარეობის შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ არამართლზომიერად მიიჩნია “ეი-ი-ეს თელასის” მიერ თბილისში ელექტროენერგიაზე ტარიფის 9,8 თეთრიდან 12 თეთრამდე გაზრდა.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ უნდა დაისვას ქონების მმართვის სამინისტროს, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისა და თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების პასუხოსმგებლობის საკითხი. დასკვნის მიხედვით სწორედ ამ უწყებებს უნდა მიეღოთ ზომები, რათა ელექტროენერგიაზე ფასი არ გაზრდილიყო.

ამერიკული ელექტროგამანაწილები კომპანია “ეი-ი-ეს თელასმა” დედაქალაქში ელექტროენერგიის საფასურის ზრდის აუცილებლობა, ჭარბი ინვესტიციების გაკეთებით ახსნა.

თბილისის მოსახლეობაში კომპანიის გადაწყვეტილება დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ამას ემეტება გარკვეული უბნებისთვისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა რასაც ხშირად მოსახლეობის მიერ ქუჩების გადაკეტვა მოსდევს.

This post is also available in: English (ინგლისური)