საგადასახადო შემოსავლების მინისტრი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდის წინააღმდეგია
(თბილისი. 28 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი ლევან ძნელაძე 2002 წლის ბიუჯეტში ხარჯების გაზრდის წინააღმდეგია. პარლამენტარების უმრავლესობას სურს ხარჯევითი ნაწილი 100 მილიონი ლარით გაიზარდოს. საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა ბიუჯეტი 2002 წლის იანვარში განიხილოს. 27 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტარებმა გააკრიტიკეს 2002 წლის ბიუჯეტის პროექტი. დეპუტატებმა გაიზიარეს სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის წინადადება შეიქმნას კომისია, რომელშიც დეპუტატებთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შევლენ. კომისია ბიუჯეტის პროექტზის დახვეწაზე იმუშავებს.
This post is also available in: English (ინგლისური)