ავარია ელექტორენერგიის გადამცემ ხაზზე

(თბილისი. 3 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – 2 იანვარს, მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის ხაზ “კავკასიონზე” მომხდარი ავარიის შედეგად, თბილისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხდა. ავარიის მიზეზები ჯერ-ჯერობით უნცნობია.

“კავკასიონის” ხაზი საქართველოსთვის ამჟამად საციცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან მისი მეშვეობით რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება ხდება.

22 დეკემბერს, მე-10 ენერგო-ბლოკის აფეთქების შედეგად საქართველომ რუსეთიდან და სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი გაზარდა.

This post is also available in: English (ინგლისური)