აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო უსაფრთხების სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
(თბილისი. 4 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – “აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები 7-8 ნოემბერს ანკარაში, უსაფრთხოების დარგში სამხრივი ხელშეკრულების საბოლოო ვერსიას შეიმუშავებენ,” ინტყობინება “თურქიშ დაილი ნიუსი” 4 იანვარს, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე ჰუსეინ დირიოზზე დაყრდნობით. ჰუსეინ დირიოზმა უარყო გავრცელებული ინფორმაციები იმის თაობაზე რომ თითქოს ხელშეკრულება ერთმანეთის სამხედრო ბაზების გამოყენებას ითვალისწინებას. ხელშეკრულების მიხედვით უნდა მოხდეს სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ტერორიზმის, ნარკობიზნესისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. 9 ნეომბერს, საქართველოში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა საქართველოს პროზიდენტს ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ სამხრივი ხელშეკრულების დადება შესთავაზა. ამ ინიციატივაზე თურქეთის პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძის თანხმობა მიიღო.
This post is also available in: English (ინგლისური)