დ.ს.თ.-ის აღმასრულებელი მდივანი საქართველოში
(თბილისი. 4 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დ.ს.თ.) აღმასრულებელი მდივანი იური იაროვი 4 იანვარს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის. იგი საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძესა და სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდება. მოსალოდნელია, რომ მხარეები აფხაზეთში მყოფ დ.ს.თ.-ის სამშვიდობო ძალების საკითხს განიხილავენ.
This post is also available in: English (ინგლისური)