გატაცებული ბერის ნათესავები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ
(თბილისი. 5 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – 2001 წლის ნოემბერს გატაცებული ბერების ნათესავები, მეგობრები და რამოდენიმე სასულიერო პირი ახმეტის რაიონში საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი პანკისის ხეობაში გატაცებული ბერის სასწრაფოდ განთავისუფლებას მოიოთხოვენ. აქციის მონაწილენი აცხადებენ, რომ მათ იციან გამტაცებლების ვინაობა და ეს ინფორმაცია პოლიციასაც გადასცეს, მაგრამ სამართალდამცველებმა არაფერი მოიმოქმედეს დამნაშავეთა დასაკავებლად. გატაცებული ბერების ახლობლები პოლიციისგან გადამწყვეტი ზომების მიღებას მოითხოვენ. 2001 წლის ნოემბრის დასაწყისში ოთხი სასულიერო პირი პანკისის ხეობაში გაიტაცეს. მოგვიანებით სამი მათგანი გაანთავისუფლეს. ერთ-ერთი კვლავაც ტყვეობაში რჩება. მის განთავისუფლებაში გამტაცებლები 1 მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ.
This post is also available in: English (ინგლისური)