თალიბანის დამარცხება საქართველოზე ნარკოტიკების ტრანზიტს გააძლიერებს – სააკაშვილი

(თბილისი. 8 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – იუსტიციის ყოფილი მინისტრი, დეპუტატი მიხეილ სააკაშვილი “ჯორჯიან თაიმსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ავღანეთში თალიბანის დამარცხება საქართველოს გავლით ნარკოტიკების ტრანზიტს გააძლიერებს.

სააკაშვილის მტკიცებით ნარკოტრანზიტის მარშრუტი, რომელიც საქართველოზე, კონკრეტულად კი პანკისის ხეობაზე გადის, ავღანეთის იმ რაიონებიდან იწყებოდა, რომელსაც ჩრდილოეითის ალიანსი აკონტროლებდა.

This post is also available in: English (ინგლისური)