სახელმწიფო მინისტრი ბიუჯეტთან დაკავშირებით ფრაქციებთან კონსულტაციებს მართავს

(თბილისი. 9 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – 9 იანვარს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებთან 2002 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე კონსულტაციებს გააგრძელებს.

2001 წლის დეკემბრის ბოლოს დეპუტატებმა უარი განაცხადეს შემოთავაზებული პროექტის განხილვაზე და მისი დამტკიცება იანვრის შუა რიცხვებისთვის გადადეს.

დეპუტატების უმრავლესობა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდას მოითხოვს.

This post is also available in: English (ინგლისური)