ნატო საქართველოში სამხედრო სწავლებებს გეგმავს

(თბილისი. 10 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – 10-12 იანვარს, თბილისში მიმდინარეობს ნატოსა და პროგრამა პარტნიორობა მშვიდობის ფარგლებში საქართველოში დაგეგმილი სამხედრო სწავლებების დაგეგმარებითი კონფერენცია.

კონფერენციაში ნატოსა და ალიანსის პარტნიორი სახელმწიფოების 45-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. კონფერენციამ სწავლებათა სცენარი უნდა შეიმუშავოს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო სწავლებები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართება, რომელიც რუსმა სამხედროებმა 2001 წლის ივნისში დატოვეს. 

This post is also available in: English (ინგლისური)