შინაგან საქმეთა მინისტრი პანკისის ხეობის მოსახლეობას შეხვდა
(თბილისი. 13 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – 12 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი პანკისის ხებაში ადგილობრივ მოსახლეობას და სოფელ ალავერდში საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრის დეტალები უცნობია. სოფელ ალავერდში უკვე ერთი კვირაა ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირის წევრები მართავენ აქციას და პანკისის ხეობაში კრიმინოგენული ვითარების გამოსწორებას ითხოვენ. 10 იანვარს აქციის მონაწილეებს სახელმწიფო უშიშროეიბის მინისტრი ვალერი ხაბურძანიაც შეხვდა. ხაბურძანია აცხადებს, რომ ხეობაში სამართალდამცველები განსაკუთრებულ ზომებს მიმართავენ, თუმცა იგი არ აკონკრეტებს რა სახის ღონისძიებები ჩატარდება.
This post is also available in: English (ინგლისური)