პანკისში რთული ვითარებაა – აცხადებს შევარდნაძე
(თბილისი. 14 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – “პანკისის ხეობაში რთული ვითარებაა, მაგრამ მე ვერ ვხედავ იქ ტრაგიკულ მოვლენათა განვითარების შესაძლებლობას,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ ორშაბათის რადიოინტერვიუში 14 იანვარს. პრეზიდენტის განცხადებით პანკისში თავი მოიყარეს კრიმინალებმა საქართველოს სხვადასხავა რეგიონებიდან. ამჟამად, პანკისის ხეობაში კრიმინალთა ხელში ორი გატაცებული ადამიანი რჩება. მათ განთავისუფლებაში გამტაცებლები გამოსასყიდს მოითხოვენ.
This post is also available in: English (ინგლისური)