რუსეთში მეომრები საქართველოდან გადადიან – რუსეთის სასაზღვრო უწყების უფროსი

(თბილისი, 23 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – “დაქირავებული და ჩეჩენი მეომრები რუსეთში შეღწევას საქართველოდან ცდილობენ,” განაცხადა სომხეთში ვიზიტის დროს რუსეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უყფროსმა კონსტანტინე ტოცკიმ 23 იანვარს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “მედიამაქსი”.

რუსეთი საქართველოს პანკისის ხეობაში ჩეჩენი ტერორისტების შეფარვაში ადანაშაულებს.

საქართველო ამ ბრალდებას უარყოფს. “არავითარი ჩეჩენი ან სხვა ეროვნების მეომრები პანკისის ხეობაში არ იმყოფებიან,” განაცხადა 16 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური)