შევარდნაძე პანკისის ოპერაციით კმაყოფილია

(თბილისი, 23 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – შევარდნაძემ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს მადლობა მოუხადა პანკისის ხეობაში შედეგიანი ოპერაციის ჩატარებისთვის.

“ოპერაციის პირველმა ეტაპმა შედეგიანად და ყოველგვარი ინცინდენტის გარეშე ჩაიარა,” განაცხდა 23 იანვარს მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

სამართალდამცავების დახმარებისთვის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ქისტ მოსახლეობას.

15 იანვარს პანკისში სპეციალური ოპერაციები დაიწყო, თუმცა ადამიანის გატაცებებში ეჭვმიტანილი არავინ დაუჭერიათ. ორი ადამიანი ჯერ კიდევ გამტაცებლების ხელშია.

This post is also available in: English (ინგლისური)