რეფორმატორები ვადამდელი არჩევნებისთვის ხელმოწერებს აგროვებენ
(თბილისი, 24 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ახალმა ნაციონალურმა მოძრაობამ სამოქალაქო პირების ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად 200 000 მოქალაქის ხელმოწერაა საჭირო. ფრაქციამ “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებითვის”, რომელიც პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს, ვერ შესძლო საკითხის განხილვისთვის აუცილებელი 118 დეპუტატის ხელმოწერა შეეგროვებინა. საკანონმდებლო ორგანოში მან მხოლოდ 36 დეპუტატის ხელმოწერის შეგროვება შეძლო. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2001 წლის ნოემბერში, როდესაც საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტობა აღმასრულებელი მთავრობის გადადგომას მოითხოვდა.
This post is also available in: English (ინგლისური)