ნარჩემაშვილი პანკისში ჩეჩენი მებრძოლების ყოფნას არ გამორიცხავს
(თბილისი, 30 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – 30 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში შეიძლება იმყოფებოდნენ ის პირები, რომლებიც ჩეჩენთში იბრძოდნენ. “თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ჩეჩენ მებრძოლებს მფარველობს” განაცხადა ნარჩემაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური)