საქართველო პანკისში ჩეჩენი მებრძოლების ყოფნას აღიარებს

(თბილისი, 31 იანვარი, “სივილ ჯორჯია”)- საქართველო არ უარჰყოფს, რომ პანკისის ხეობაში ჩეჩენ ლტოლვილებთან ერთად იმყოფებიან მებრძოლები, რომლების ჩეჩნეთში ომის დროს რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ იბრძოდნენ, განაცხადა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ნუგზარ საჯაიამ 30 იანვარს მის რუს კოლეგასთან ვლადიმერ რუშაილოსთან შეხვედრის შემდეგ.

“პრეზიდენტმა გასცა მკაცრი განკარგულება პანკისის ხეობაში ვითარების დარეგულრებასთან რუსეთის სპეცსამსახურებთან აქტიური თანამშრომლობის თაობაზე”, განაცხადა საჯაიამ.

“ორი ქვეყნის სამართალდამცველები თანამშრომლობენ და ღონისძიებებს საერთო ძალებით გაატარებენ”, განაცხადა შეხვედრაზე რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანდმა ვლადიმერ რუშაილომ.

ორი მხარის უსაფრთხოების საბჭოს უფროსებმა არ დააკონკრეტეს, თუ რა სახის იქნება ის საერთო ღონისძიებები, რომლებმაც პანკისის ხეობაში დაძაბული სიტუაცია უნდა დაარეგულირონ.

This post is also available in: English (ინგლისური)