გოგიტიძე დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს აბაშიძის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს

(თბილისი, 15 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – 15 გამართულ აფხაზეთდან დევნილთა ყრილობაზე ფრაქცია “აღორძინების” თავმჯდომარემ ჯემალ გოგიტიძემ განაცხადა, რომ დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს ავთანდილ იოსელიანს ასლან აბაშიძის მკვლელობა აქვს განზრახული.

გოგიტიძის თანახმად აბაშიძის მკვლელობა ქალაქ სოხუმში, სეპარატისტულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისას, ან ბათუმში არის დაგეგმილი.

ჯემალ გოგიტიძემ ავთანდილ იოსელიანის გადაყენება მოითხოვა, მისი განცხადებით დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინააღმდეგია.

ავთანდილ იოსელიანმა სააგენტო `კავკას-პრესისთვს” განუცხადა, რომ `გოგიტიძის განცხადება სიცრუეა” და იგი ცილისწამებისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

 

This post is also available in: English (ინგლისური)