საქართველოს ჯარების ნაწილმა კოდორის ხეობა დატოვა
(თბილისი, 20 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ საქართველოს ჯარების ნაწილმა კოდორის ხეობა დატოვა. კოდორში მხლოდ ქართველი სამხედო ინსტრუქტორები დარჩნენ, აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრიეს მოადგილე გელა ბეჟუაშვილი. 17 იანვრის ჭუბურხინჯის შეთანხმების თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნაწილებმა კოდორის ხეობა უნდა დატოვონ. თავის მხრივ, აფხაზურმა მხარემ ტყვარჩელის რაიონიდან მძიმე ტექნიკა უნდა გიაყვანოს. არაღიარებული აფხაზეთის ხელისუფლების განცხადებით მათ ეს ვალდებულება უკვე შეასრულეს.
This post is also available in: English (ინგლისური)