საჯაიას სიკდილის გამო საგანგებო შეხვედრა გაიმართა
(თბილისი, 25 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას სიკვდილის შემდეგ დღეს პრეზიდენტმა შევარდნაძემ საგანგებო შეხვედრა გამართა გენერალულ პროკურორთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან და უშიშროების მინისტრთან. საჯაია 25 თებერვალს საკუთარ კაბინეტში იპოვნეს. მას საფეთქელში ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.
This post is also available in: English (ინგლისური)