ქართველი მაღალჩინოსნები ავღანელების დაკავების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ
(თბილისი, 26 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს უშიშროების სამინისტრო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი უარყოფენ ცნობას, თითქოს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე საქართველოს მხარემ ხუთი ავღანელი დააკავა. 25 თებერვალს აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს ხუთ ავღანელი, რომლებმაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადმოჭრეს. საქართველოს უშიშროების სამინისტრომ თებერვლის დასაწყისში დაადასტურა, რომ ავღანეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადაჭრის შვიდი ფაქტია დაფიქსირებული.
This post is also available in: English (ინგლისური)