შევარდნაძე დ.ს.თ.-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს
(თბილისი, 27 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტი შევარდნაძე მონაწილებას მიიღებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტში, რომელიც ალმა-ატაში 1 მარტს არის დაგეგმილი. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას გარდაცვალების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ პრეზიდენტი აღარ გაემტზავრებოდა ალმა-ატაში. ეს სამიტი არაფორმალური ხასიათისაა. როგორც პრეზიდენტმა შევარდნაძემ 25 თებერვალს რადიოინტერვიუში განაცხადა სამიტზე იურიდიული ძალის მქონე გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული.
This post is also available in: English (ინგლისური)