რუსეთი კავკასიის რეგიონის ამერიკასთან გადანაწილებას უარყოფს

(თბილისი, 28 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის ფედერაციის უშიშროების მინისტრმა ნიკოლაი პატრუშევმა დღეს განაცხადა, რომ არავითარი შეთანხმება რუსეთ-ამერიკას შორის კავკასიის რეგიონში ტერიტორიის გადანაწილების შესახებ არ ყოფილა.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთ-ამერიკას შორის შედგა შეთანხმება, სადაც ნათქვამია, რომ, თუ ამერიკის შეერთებული შტატები პანკისში ანტიტერორისტულ შენაერთებს შეიყვანენ, რუსეთი აფხაზეთს და სამხერთ ოსეთს დაიკავებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, აშშ პანკისში სპეციალური დანაყოფების შეყვანას არ აპირებს.

 

This post is also available in: English (ინგლისური)