ქართულ-აფხაზური მხარეები კოდორის ერთობლივ მონიტორინგზე ვერ რიგდებიან

(თბილისი, 1 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 28 თებერვალს ჭუბურხინჯში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე ქართული და აფხაზური მხარეები კოდორის ხეობის ერთობლივი მონიტორინგის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

როგორც საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, საქართველოს მხარემ აფხაზებისაგან ხეობის მოსახლეობის უსაფრთხოების სათანადო გარანტიები ვერ მიიღო.

მხარეები მონიტორინგის საკითხზე ვერც თებერვლის შუა რიცხვებში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმცა, კაკაბაძის განცხადებით, მოლაპარაკებები კვლავაც გაგრძელდება.

This post is also available in: English (ინგლისური)